ჰოლანდიელი მოგზაური ჯასპერ ბლექი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იცეკვებს

ჰოლანდიელი მოგზაური ჯასპერ ბლექი, შესაძლოა, „იმედის“ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვიხილოთ.​ ჯასპერ ბლექმა გუშინ ბარსელონას აეროპორტიდან ფეისბუქის პირად გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საქართველოში მოფრინავდა. მისი აღნიშნული ვიზიტი არსებული ინფორმაციით, სწორედ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ უკავშირდება.
ჰოლანდიელმა მოგზაურმა ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგი პოსტი დაწერა: “დღეს განცხადებებისთვის კარგი დღეა: მალე საცხოვრებლად საქართველოში გადავალ”.
​ამასთან, ბლექი იოგას პედაგოგს ეძებს.
ჰოლანდიელი მოგზაური ის იღბლიანი მე – 6 000 000 ტურისტი აღმოჩნდა, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. საქართველოში მას არაერთი სიურპრიზი მოუწყვეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები