ჰოვარდ ტეილორის სანატორიმუმი ჰიპებისთვის – ფოტოკოლაჟი




  ცნობილი მსახიობის ელიზაბეტ ტეილორის ძმამ ჰოვარდ ტეილორმა, 70 – იან წლებში ჰავაის კუნძულზე, ჰიპებისთვის განსაკუთრებული სანატორიუმი შექმნა. თავდაპირველად აქ 12 ჰიპი ცხოვრობდა, მოგვიანებით კი მათი რაოდენობა 122-მდე გაიზარდა. ეს იყო ერთი ოჯახი, სადაც ყველა ადამიანს საერთო ღირებულებები აერთიანებდა. ისინი არ ემორჩილებოდნენ იმდროინდელი საზოგადოების დოგმებს და საკუთარი შეხედულებებისამებრ ცხოვრობდნენ.

მათთვის უინტერესო იყო პოლიტიკა. ისინი არასდროს მონაწილეობდნენ არჩევნებში. არ აინტერესებდათ იმ დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. არ დადიოდნენ კინოთეატრებში, არ უყურებდნენ ტელევიზორს, არ ეცავთ ტანისამოსი და არ უსმენდნენ მუსიკას. მათი უმთავრესი შემოსავლის წყარო ნადირობა იყო.

როდესაც ბანაკში მყოფებმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს, ჰავაის ადგილობრივმა მთავრობამ ბანაკის დაშლა მოინდომა. ელიზაბეტ ტეილორის ძმაც იძულებული გახდა, მის მიერ შესყიდული ადგილი მთავრობისთვის გადაეცა.
დღეს ამ ტერიტორიაზე გასართობი ცენტრი და ავტოსადგომია. არცთუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ აქ ოდესღაც ჰიპებისთვის ჰოვარდ ტეილორის განსაკუთრებული ბანაკი არსებობდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები