ჰელენ მირენი: ქალებმა მამაკაცებისთვის შექმნილი როლები უნდა ითამაშონ

მსახიობმა ქალებმა აქტიურად უნდა მოიპოვონ როლები, რომლებიც თავდაპირველად მამაკაცებისთვის შეიქმნა, – აცხადებს მსახიობი ჰელენ მირენი. ახალ სამხედრო დრამაში Eye in the Sky მირენი შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკს თამაშობს.

ეს როლი მამაკაც-მსახიობს გულისხმობდა. მირენისთვის გულდასაწყვეტია, რომ ბევრ როლს მამაკაცებს აძლევენ, იმის მიუხედავად, ცენტრალური როლია თუ მეორეხარისხოვანი. „ხედავ სცენას და ხვდები, რომ აქ, მაგიდასთან, ყველა მამაკაცი იჯდება, როცა ნახევარი მათგანი შეიძლებოდა ქალი ყოფილიყო“, – ამბობს მსახიობი.

მირენი აღნიშნავს, რომ ქალი მსახიობისთვის მეორეხარისხოვანი როლის მიღებაც კი გაცილებით რთულია, ვიდრე მამაკაცისთვის.

13045562_1167497633290473_26026573_n

კომენტარები

სხვა სიახლეები