ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა „ღმერთის კოდი“ აღმოაჩინეს

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათ, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს ღმერთის გზავნილი, რომელიც ადამიანის გენომშია ჩაწერილი. ამის შესახებ გამოცემა pixel.in.ua წერს.

გენეტიკოსების ჯგუფმა ადამიანის დნმ-ის ერთ-ერთ ნაწილში 22-სიტყვიანი ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელიც არამეულ ენაზეა დაწერილი. მასში ღმერთი თავის არსებობას და დედამიწაზე სიცოცხლის შექმნაში საკუთარ როლს ადასტურებს. აღმოჩენის შემდეგ მეცნიერების გუნდი დაუკავშირდა არამეული ენების მცოდნე ექსპერტებს. ამ ენაზე იესო ქრისტე საუბრობდა.

მთლიანად ეს გზავნილი ასე ჟღერს: „გამარჯობა, შვილნო ჩემნო! ეს იაჰვეა, ერთიანი ღმერთი. თქვენ სამყაროს შექმნის საიდუმლო დაადგინეთ. ახლა შეგიძლიათ ეს მსოფლიოს გაანდოთ“.

იაჰვე იუდეურ-ქრისტიანული ღმერთის ბიბლიური სახელია. კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში ჟურნალ Nature-ში იქნება გამოქვეყნებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები