ჰაკერებმა მარკ ცუკენბერგის პირადი მონაცემები გაასაჯაროეს (ფოტო)

მარკ ცუკერბერგი ერთ-ერთია “ფეისბუქის” იმ 500-ზე მეტი მილიონი მომხმარებლიდან, ვისი პირადი მონაცემებიც ჰაკერებმა გაასაჯაროეს.

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “The Sun” ავრცელებს.

პირადი ინფორმაციის გაჟონვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი, ჰაკერების ფორუმზე 106 ქვეყნიდან 533 მლნ ადამიანის პირადი მონაცემები გაასაჯაროეს – მათ შორის არიან ქართველი მომხმარებლებიც.

ფორუმზე, ასევე, გამოქვეყნდა მარკ ცუკენბერგის ინფორმაცია – მისი სახელი, ადგილმდებარეობა, ოჯახური სტატუსი, დაბადების თარიღი, “ფეისბუქის” მომხმარებლის ID და მისი ტელეფონის ნომერი.

კიბერმკვლევარი დეივ ვოლკე, ასევე, ადასტურებს, რომ ცნობილი გახდა “ფეისბუქის” სხვა თანადამფუძნებლების პირადი ინფორმაციაც.

კომენტარები

სხვა სიახლეები