ჰაკერების მორიგი მსხვერპლი ანჯელინა ჯოლი და კამერონ დიასი აღმოჩნდნენ

   ჰაკერების მორიგი მსხვერპლი ამჯერად ანჯელინა ჯოლი და კამერონ დიასი აღმოჩნდნენ. ამერიკულ პორტალ  Contact Music-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ჰაკერებმა სტუდია Sony Pictures-ში მონაცემთა ბაზაში  შეაღწიეს,  საიდანაც ანჯელინა  ჯოლის, კამერონ დიასის  და სხვა ცნობილი სახეების პირადი მონაცემები, ასევე პაროლები და ფასიანი ქაღალდების ინფორმაციები შესახებ მოიპარეს.
წყაროს ჩნობით,  სტუდიის თანამშრომლებს  ინციდენტის შესახებ მალევე ეცნობა, რის შემდეგ მათ ამ ეპატზე ეკრძალათ კომპიუტერების გამოყენება.
არც ისე დიდი ხნის წინ ჰაკერებმა უცხოელი ვარსკვლავების: კიმ კარდაშიანის, მერი-კეიტ ოლსენის, ჰეიდენ პანეტიერის, ემბერ ჰერდის, ჯენიფერ ლოურენსის ინტიმური ფოტოები მოიპარეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. .

წყარო: http://geonews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები