ჰავაის არქიპელაგიდან ქარიშხალ “ვალაკას” მერე ერთ-ერთი კუნძული წყალმა დაფარა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აშშ-ს თევზებისა და გარეული ცხოველების დაცვის სამსახურის მონაცემებით თანამგზავრმა კუნძულ “აღმოსავლურის” მთლიანი ჩაძირვა დააფიქსირა. მისი სიგრძე ერთ კილომეტრს შეადგენდა, ხოლო სიგანე 120 მეტრს.
მეცნიერები თვლიან, რომ კლიმატის ცვლილებების გამო, შესაძლოა, სხვა კუნძულებიც ჩაიძიროს.
ცნობისთვის, არქიპელაგი 24 კუნძულისგან შედგება.
სხვა სიახლეები