ჰაეროვანი ბურთულები

ინგრედიენტები:

შერეული ფარში
2 ცალი ხახვი
1 კონა მწვანილი
50 გრამი კარაქი
500 გრ. ფენოვანი ცომი

მომზადების წესი:
ფარშში შეურიოთ ხახვი და დავყოთ 8 ნაწილად. თითოეული გავაბრტყელოთ და შუაში ჩავუდოთ კარაქი და მწვანილი. დავამრგვალოთ და ამოვავლოთ საფანელში. გახურებულ ტაფაზე შევბრაწოთ ისე, რომ შუაში ოდნავ უმი დარჩეს. ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ ზოლებად. ცომის ზოლები შემოვახვიოთ ფარშს, შევაწყოთ კარგად გახურებულ ჰაერღუმელში 15 წუთით. დავაწყოთ თეფშზე და გავაფორმოთ მწვანილებით და სიმინდის მარცვლებით.

კომენტარები

სხვა სიახლეები