48 წლის ჰოლივუდის მსახიობმა, ჯულია რობერტსმა და მისმა 46 წლის მეუღლემ, კინოოპერატორმა დენიელ მოდერმა, განქორწინება გადაწყვიტეს. როგორც უცხოური მედია იუწყება, წყვილს ბოლო დროს ურთიერთობა მკვეთრად დაეძაბა. ორივე მათგანი იმდენად დატვირთულია თავისი სამსახურით, რომ ოჯახისთვის დრო საერთოდ არ რჩებათ.
ჯულია რობერტმა ქმრისთვის, განქორწინების შემდეგ საცხოვრებლად მალიბუში, თავიანთ სახლთან ახლოს, სახლიც შეარჩია. მისი განმარტებით, ამით მას საშუალება ექნება, ბავშვები ხშირად ნახოს და ბავშვებსაც არ მოენატრებათ მამა.
დენიელ მოდერას ჯულია რობერტსი 2002 წლის 4 ივლისს გაჰყვა ცოლად. 2004 წლის 28 ნოემბერს წყვილს ტყუპები – ბიჭი და გოგო შეეძინათ. 2007 წელს კი მათ კიდევ ერთი ბიჭი ეყოლათ.