ჯო ბაიდენს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს შორის ყველაზე მაღალი სახელმწიფო პენსია დაენიშნა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, თეთრი სახლის ყოფილ ხელმძღვანელებს შორის ყველაზე მაღალი სახელმწიფო პენსია ენიშნება.

ამის შესახებ გაზეთი New York Post წერს და ინფორმაციას National Taxpayers Union Foundation-ის (NTUF) ვიცე-პრეზიდენტზე, დემიან ბრეიდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენის ხანგრძლივმა პოლიტიკურმა კარიერამ მას საშუალება მისცა, პენსიაზე გასულიყო ყველაზე დიდი, გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პენსიით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტების ისტორიაში. საუბარია წელიწადში დაახლოებით 417 ათას დოლარზე, რაც მისი პრეზიდენტობის პერიოდში მიღებულ წლიურ ხელფასს დაახლოებით 17 ათასი დოლარით აღემატება.

აღნიშნულია, რომ ეს თანხა თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას პენსია.

დემიან ბრეიდის განმარტებით, ბაიდენმა გარკვეული სახის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით ისარგებლა, რადგან პენსიას ერთდროულად რამდენიმე საპენსიო ფონდიდან იღებს. ეს უკავშირდება მის მრავალწლიან კარიერას სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე — ბაიდენი სხვადასხვა პერიოდში იყო სენატორი, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი, რაც საბოლოოდ მის საპენსიო შემოსავალზე აისახა.

კომენტარები

სხვა სიახლეები