ჯო ბაიდენის გერმანული ნაგაზი აგრესიული ინციდენტის გამო ძაღლთა თავშესაფარში დააბრუნეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის ორი ნაგაზი აგრესიული ქცევის გამო, თეთრი სახლიდან ძაღლთა თავშესაფარში , დელავერის შტატში გააგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN აქვეყნებს.
ჯო ბაიდენმა ნაგაზი, სახელად მეიჯორი 2018 წლის ნოემბერში აიყვანა თავშესაფრიდან. ძაღლი ამჟამად 3 წლისაა. მეიჯორი, მეორე ძაღლთან ერთად, რომელსაც ჩემპი ჰქვია, თეთრ სახლში იანვრიდან იმყოფებიან.
CNN ის ინფორმაციით პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და პირველი ლედის ჯილ ბაიდენის ძაღლები გასულ კვირას თეთრ სახლში დაცვის წევრს თავს დაესხნენ. სწორედ ამის გამო ისინი ძაღლთა თავშესაფარში დააბრუნეს.