XX საუკუნის დასაწყისში სილამაზე ნამდვილად მსხვერპლს მოითხოვდა! ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც იმ საშინელ მოწყობილობებს ნახავთ, რომელსაც იმ ოერიოდში სილამაზის სალონებში იყენებდნენ.
1. ჭორფლების მოსაყინი აპარატი
ეს კადრი ალბათ საშინელებათა ფილმიდან გგონიათ. სინამდვილეში ეს არის აპარატი, რომელიც ჭორფლებს ნახშირორჟანგის მეშვეობით ყინავდა. უსაფრთხოების მიზნით პაციენტს თვალებსა და ნესტოებში საცობებს უკეთებდნენ. სუნთქვა მხოლოდ სპეციალური მილის საშუალებით იყო შესაძლებელი.
2. გიგანტური ფენი
ასეთი უჩვეულო უზარმაზარი ფენი გამოიყენებოდა გასული საუკუნის 20-იან წლებში.
3. თმის დასახვევი მანქანა
ასეთი მოწყობილობა თმის ქიმიურად დახვევისთვის გამოიყენებოდა გერმანიაში 1920 იანი წლების დასასრულს.
4. აპარატი მაკიაჟის კორექციისთვის
ეს საშინელი აპარატი შექმნა საკულტო კომპანია Max Factor-მა, იმისათვის რომ სწრაფად მოეხდინათ მაკიაჟის კორექცია.
5. გასათბობი ნიღაბი სახისთვის
ეს ელექტრო ნიღაბი შეიქმნა ХХ საუკუნის 40-იან წლებში. ის ათბობდა სახეს, სტიმულირებას უწევდა სისხლის მიმოქცევას და კანი გამოიყურებოდა უფრო ჯანსაღად და ახალგაზრდულად.
6. გასახდომი სავარძელი
1940-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო გასახდომ სალონებში სიარული. თითოეულ ასეთ სალონში წონის დაკლების საკუთარ მეთოდს იყენებდნენ. ერთ-ერთი მათგანი – გასახდომი მანქანა, წარმოადგენდა სავარძელს, რომელიც მომხმარებელს ფეხებზე მასაჟს უკეთებდა მეტალის გორგოლაჭების მეშვეობით.
7. ჰელენ რუბენშტეინის ნიღბები
ჰელენ რუბენშტეინი კოსმეტიკური ხაზის დამაარსებელი იყო. ფლობდა სალონებსა და მაღაზიებს შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. მან პირველმა მოახდინა კანის კლასიფიცირება ტიპის მიხედვით – მშრალი, ნორმალური, ცხიმიანი. მის საავტორო ნიღბებს გამოიყენებდნენ თითქმის ყველა კოსმეტიკური პროცედურის დროს.
8. მზისგან დამცავი მოსასხამი
1940-იან წლებამდე მზისგან დამცავი კრემები არ არსებობდა. თუმცა მზის სხივების მავნებლობაზე უკვე ჰქონდათ ამ პერიოდში ინფორმაცია. პლიაჟებზე ერთადერთი საშველი მზისგან ასეთი მოსასხამი იყო, თანაც ჩამონტაჟებული მზის სათვალით.
9. მანქანა – გორგონა
გასული საუკუნის 30-40-იან წლებში მოდაში იყო პრიალა მბზინავი კულულები. სასურველი შედეგის მისაღებად, ქალებს უწევდათ საათობით ჯდომა თავზე დამაგრებული ასეთი მოწყობილობით. სხვათა შორის, იაპონიისა და კორეის ზოგიერთ სალონში ასეთ ტექნიკას დღემდე იყენებენ.
10. გლამურული ქუდი
სინამდვილეში ეს სულაც არ არის ქუდი. ამ საშინელ აპარატს გამოიყენებდნენ თავის ირგვლივ ატმოსფერული წნევის დასაწევად, იმ მიზნით რომ სახის კანს ვარდისფერი შეფერილობა ჰქონოდა.
11. ტუმბო აკნესთვის
ფერიჭამიები ხელით რომ არ ამოეღოთ, 1930-იან წლებში ეს აპარატი გამოიგონეს. ის იწოვდა ფერიჭამიებს და კანს გლუვსა და მიმზიდველს ხდიდა. თუმცა, ამ მოწყობილობის წნევის კონტროლი ძალიან რთული იყო.
12. ნიღაბი ნაბახუსევზე
ეს უცნაური ნიღაბი კომპანია Max Factor- მა გამოიგონა. პატარა პლასტმასის კუბიკებში შესაძლებელი იყო წყლის ჩასხმა და გაყინვა.
13. რეზინის ნიღაბი სახის კანის დასაჭიმად
რეზინის ნიღბები გამოჩნდა გასული საუკუნის 20-იან წლებში. მისი დანიშნულება იყო სახის კანის დაჭიმვა და დეფექტების გამოსწორება.