ჯორჯ ქლუნი სამსახიობო კარიერის დასრულებას გეგმავს

54 წლის ჯორჯ ქლუნი სამსახიობო კარიერის დასრულებას გეგმავს. მსახიობის განმარტებით, ამის მიზეზი მისი ასაკია. ქლუნის თქმით, მას არ სურს მისმა თაყვანისმცემლებმა ნახონ, როგორ ბერდება ის.
„ვფიქრობ, არავის სურს მისი საყვარელი მსახიობი ბებერი ნახოს ეკრანზე. კამერა არაფერს პატიობს. რაც უფრო გემატება ადამიანს წლები, მით ნაკლებად გიჩნდება ეკრანზე გამოჩენის სურვილი“,- აღნიშნა ქლუნმა „ბი-ბი-სი-სთან“ საუბარში. ჯორჯ ქლუნი თავის საქმიანობას კინოში რეჟისორის ამპლუაში გაგრძელებს.
„რეჟისურას მსახიობობის მსგავსად დიდი სიამოვნება მოაქვს ადამიანისთვის, შესაძლოა, უფრო დიდი სიამოვნებაც კი იყოს“,- აღნიშნა ქლუნმა. ქლუნის განცხადებით, ის აპირებს, ფილმები მსოფლიოში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებზე გადაიღოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები