ჯორჯ კლუნი: მედია ისევე ავიწროებს მეგან მარკლს, როგორც პრინცესა დიანას და ჩვენ ვიცით, ეს როგორ დასრულდა
მსახიობი ჯორჯ კლუნი და სამეფო ოჯახის ახალი წევრი, მეგან მარკლი, მეგობრები არიან. გამოცემა “who”-სთან ინტერვიუში ჯორჯ კლუნმა განაცხადა, რომ მედია მეგან მარკლს ისე ავიწროებს, როგორც, თავის დროზე, პრინცესა დიანას ავიწროებდნენ: “ისინი, უბრალოდ, ყველგან დასდევენ მეგან მარკლის. მედიის მხრიდან, ის მუდამ არის დევნისა და შეურაცხყოფის სამიზნე. ის არის ქალი, რომელიც ფეხმძიმობის მეშვიდე თვეშია და არის დევნის, შეურაცხყოფის მსხვერპლი ზუსტად ისევე, როგორც პრინცესა დიანა იყო. ისტორია მეორდება” , – აღნიშნა მსახიობმა ინტერვიუში.