ლოგიკურად, როდესაც ქალი და კაცი ქორწინდება, მალე მათ პატარა ოჯახს ახალი წევრი-შვილი ემატება. თუმცა 53 წლის მსახიობ ჯორჯ კლუნისა და მისი მომხიბვლელი მეუღლის ამალ ალამუდინის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. როგორც ჩანს, მიუხედავად ასაკისა, წყვილი შვილის გაჩენას არ ჩქარობს. “რა თქმა უნდა მიფიქრია შვილებზე, მაგრამ სერიოზულად ამ საკითხს ჯერ არ ვუდგები, ამ ეტაპზე მამობა ჩემთვის პრიორიტეტული არ არის”, – განაცხადა მსახიობმა. კლუნის თქმით, მისი დაოჯახების დღიდან ჟურნალისტები გამუდმებით უსვამენ კითხვებს ამ თემის გარშემო, თუმცა თავს საკმარისად ბედნიერად გრძნობს მეუღლესთან და მისი დის მრავალშვილიან ოჯახთან ერთად.