მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერისა და კომპანია Giorgio Armanis ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯორჯო არმანის რჩევები.
ელეგანტურობა არ ნიშნავს თვალში მოხვედრას, ელეგენტურობა ნიშნავს მეხსიერებაში დარჩენას.
მოდასა და სტილს შორის განსხვავება ხარისხშია.
იაფფასიანი გეხსაცმელი ცუდი ეკონომიაა. ნუ გააკეთებთ ეკონომიას ფეხსაცმელზე, რადგან ის თქვენი გარდერობის საფუძველია.
გამოუყურებოდე სექსუალურად – ეს დამოკიდებულია თვითდაჯერებულობაზე. სექსუალურობა არის არამხოლოდ გარეგნობის, არამედ ტვინის მდგომარეობაც.
ელეგანტურობა – ეს არის იმ იმიჯის გასაღები, რომელიც არ ემორჩილება დროს, რომელიც არასოდეს გადავა მოდიდან. ფახსოვდეთ სტილი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მოდა.
ნუ დახარჯავთ დიდ ენერგიას ტანსაცმის შერჩევაზე, გახსოვდეთ ყველაზე კარგი სტილის მქონე ადამიანები ისე გამოიყურებიან თითქოს დიდი დრო არ დაუხარჯავთ გარეგნობაზე. სტილი ეს არის თვითგამოხატვა, ამიტომ რაც არ უნდა საზიზღარი იყოს ქუდი, თუ ის თქვენს განწყობასა და შინაგან მდგომარეობასთან ახლოს დგას, მაშინ ის არ იქნება ცუდი სანახავი თქვენს თავზე.
შავი და მუქი ლურჯი სხვა ფერებთან შედარებით უფრო გამხდარს გამოგაჩენთს. აირჩიეთ ეს ფერები და თქვენ შეძლებთ სამოსისა ფორმისა და ტექსტურის ექპერიმენტირებას.
ჩადეთ ფული აქსესუარებში. ქამრები, ფეხსაცმელები, ჩანთები, ჰალსტუხები და ა.შ. დაგეხმარებათ თქვენი სამოსისთვის ახალი შესახედაობის მინიჭებაში.
აირჩიეთ ნეიტრალური ფერის ნაჭრები და მოერიდეთ მკვეთრ „უზორებს“ – ამ შემთხევვაში თქვენი სამოსი უფრო დიდხანს გასტანს (მოდის თვალსაზრისით)
ფრთხილად შეარჩიეთ არომატი, რადგან ის თქვენი განმასხვავებელი ნიშანია. სუნამო პირველია რასაც სხვა ადამიანები ოთახში თქვენი შესვლისას ამჩნევენ და უკანასკნელია, რომელიც ოთახიდან თქვენი გასვლის შემდეგ ქრება.
წყარო:http://droni.ge/?m=11&AID=29172