ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე, პროდიუსერი და სცენარისტი ჯონ ტრავოლტა დღეს 62 წლის გახდა. ჯონ ტრავოლტა 1954 წლის 18 თებერვალს ირლანდიურ-იტალიურ ოჯახში დაიბადა. იგი ბოლო, მეექვსე შვილი იყო. მსახიობის მამამ სარდაფში თეატრალური სცენა მოაწყო, სადაც ჯონმა პირველად ითამაშა. მას მიუზიკლებში თამაში უფრო კარგად გამოსდიოდა. 1973 წლიდან ჯონი თამაშობდა ბროდვეის მიუზიკლში „Over Here!“. 1975 წლიდან 1979 წლამდე ტრავოლტა ტელევიზიაში მუშაობდა: მონაწილეობდა სერიალში “Welcome Back, Kotter”.
1977 წელს მსახიობი ჯონ ბედჰემმა მიიწვია თავის ფილმში “შაბათის საღამოს ციებ-ცხელება”. ფილმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 80-იან წლებში ტრავოლტა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი გახდა. მასზე სულ ლაპარაკობდნენ და ბევრ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ტრავოლტამ ყველა გამოცდას გაუძლო. ყველაზე რთულ პერიოდში თავის კუთვნილებაში მყოფი თვითმფრინავები არ გაყიდა. იგი სულ იმეორებდა, რომ თუ მსახიობობას თავს დაანებებდა, პილოტი გახდებოდა.
მსახიობს პირადი ცხოვრება აეწყო, როდესაც იგი ქელი პრესთონთან შეუღლდა. ისინი ერთად ზრდიდნენ ვაჟს. ტრავოლტა მას ზღაპრებს უწერდა და ცეკვას ასწავლიდა. მსახიობის კარიერული ზრდა ფილმ “მაკულატურას” შემდეგ დაიწყო. ყველა მომდევნო ფილმებმა: “სახის გარეშე”, “გატეხილი ისარი”, “მაიქლი”, “დაიჭირე ჯუჯა” და სხვებმა მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა.
Prev Post
სხვა სიახლეები