ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჰოლივუდის მსახიობმა ჯონი დეპმა პრესა და თაყვანისმცემლები გააოგნა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მას კითხვა საკუთარ ძაღლებზე – იორკშირულ ტერიერებზე: ბუსა და პისტოლზე დაუსვეს.
„მე დავხოცე ჩემი ძაღლები და შევჭამე ისინი დიდი, მსუქანი ავსტრალიელი კაცის დაჟინებული ბრძანების შემდეგ“, – სარკაზმით განაცხადა მსახიობმა პრესკონფერენციაზე.
მსახიობმა, რა თქმა უნდა, იხუმრა. ამით მან იმ სკანდალის მიმართ გამოხატა დამოკიდებულება, რომელიც მასსა და მის საყვარელ ადამიანს უკავშირდება.
მაისში ავსტრალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბარნაბი ჯონსმა ბრძანა, დაძინების მეთოდით დაეხოცათ ძაღლები, რომლებიც ჯონი დეპსა და მის მეუღლეს ემბერ ჰარდს ეკუთვნის. მსახიობები მაშინ ცხოველების კონტრაბანდასა და საბუთების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ამის გამო მსახიობს არასტუმართმოყვარე ავტრალიის სასწრაფოდ დატოვებაც მოუწია, სადაც ის „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეხუთე სერიის გადაღებებზე იყო ჩასული. ავტრალიის პროკურატურა ჰოლივუდის მსახიობს 10 წლით თავისუფლების აღკვეთით დაემუქრა. სასამართლოში საქმის მოსმენა 7 სექტემბერსაა ჩანიშნული.
https://www.youtube.com/watch?v=UYZXK5y-S3s&feature=youtu.be