ჯონი დეპი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა (ფოტო)

ჯონი დეპის და ემბერ ჰიორდის განქორწინება – კვირის ყველაზე ხმაურიანი ახალი ამბავია.
ემბერმა სასამართლოში განცხადება შეიტანა და მეუღლის 400 მილიონიანი ქონების ნაწილი მოითხოვა. იმის შემდეგ, რაც ემბერმა მეუღლისგან ქონების გაყოფაზე უარი მიიღო მან დეპს ძალადობა დააბრალა. ჰიორდმა და მისმა ადვოკატმა სამანტა სპექტორმა სასამართლოს ძალადობის მტკიცებულებებიც – მსახიობის ნაცემი სახის ამსახველი ფოტოები და ცემის ვიდეოჩანაწერი წარუდგინეს. ემბერის მტკიცებით, ჯონმა მეუღლეს თანხის გადახდა დუმილის სანაცვლოდ შესთავაზა. თუმცა ემბერს ეს შემოთავაზება არ აწყობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნაიარევის დემონსტრირება ჰიორდმა გუშინდელ სასამართლო პროცესზეც მოახდინა. ჰიორდმა და სპექტორმა სასამართლოსგან მოითხოვეს, რომ დეპს მეუღლესთან მიახლოვება 90 მეტრზე ახლოს აეკრძალოს. სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ემბერის თქმით, ბოლო ცემა 21 მაისს მოხდა, რის შემდგეგაც მან დაუყოვნებლივ განქორწინების შესახებ განცხადება მოამზადა. სანამ ემბერ ჰიორდი სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა თავად ჯონი დეპი საკუთარ როკ-ჯგუფტან ერთად მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებაში იღებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები