ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან გაყრის შემდეგ ყოფილ ქმარს სერიოზულად დაუპირისპირდა და ბავშვების წართმევას აპირებს. ადვოკატებმა ჯოლის ამ საქმეში პიტის ყოფილი ცოლის, ჯენიფერ ენისტონის ჩართვა ურჩიეს. ენისტონი, სავარაუდოდ, ბრედ პიტის წინააღმდეგ ჩვენებებს მისცემს. ანჯელინა ჯოლის სურს, რომ ენისტონმა სასამართლოში უპასუხოს შეკითხვას, ჰქონდა თუ არა მის ყოფილ მეუღლეს ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან პრობლემები.
შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის გაყრის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ პიტმა, ჯოლის თქმით, უფროს შვილს, მედოკს დაარტყა. თუმცა თავად ანჯელინას სიტყვების გარდა, ეს არავის დაუდასტურებია.
Prev Post
რა მდგომარეობაშია ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე უმძიმესი ავარიისა და 25-დღიანი კომის შემდეგ
Next Post
სხვა სიახლეები