ხატია სიჭინავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ხშირად საუბრობს. მისი თქმით, არ აპირებს აცრის გაკეთებას და ვაქცინებს უნდობლობას უცხადებს.
“არ ვარ ანტივაქსერი და შვილებისთვის ყველა აცრა გაკეთებული მაქვს. ვენდობი იმ ვაქცინებს, რომლებიც უკვე წლებია, გამოცდილია”, – აღნიშნავს ხატია.
იმ შემთხვევაში კი, თუ დასჭირდება არჩევანის გაკეთება ვაქცინასა და ფილერს შორის, ხატიას თქმით, ფილერს აირჩევს.
„რა თქმა უნდა, ფილერს ავირჩევდი. დროთა განმავლობაში, ასაკის მატებისას ყველას უნდა, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. მგონი, ჯობს, ფილერიანი და ლამაზი იყო, ვიდრე – მახინჯი და აცრილი“, – ამბობს ხატია ჟურნალ “გზასთან” საუბრისას.
წყარო: ჟურნალი “გზა”