25 წლის მოდელს, ჯიჯი ჰადიდსა და მის 27 წლის რჩეულს, მომღერალ ზეინ მალიკს ქალიშვილი შეეძინათ.
ამის შესახებ წყვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
“ჩვენი გოგონა დაიბადა, ჯანმრთელი და ლამაზი. წარმოუდგენელი ამოცანა იქნება ახლა სიტყვებით გადმოცემა იმისა, თავს როგორც ვგრძნობ. სიყვარული, რომელსაც ამ პატარა არსების მიმართ ვგრძნობ, ჩემი წარმოდგენის საზღვრებს სცდება”, – წერს ახალბედა მამა.