ჯიმ ქერი ბულგაკოვის ვოლანდის როლს ითამაშებს

პოპულარული მსახიობი და შოუმენი ჯიმ ქერი მიუზიკლში „ოსტატი და მარგარიტა“ ითამაშებს. 57 წლის ამერიკელმა მსახიობმა ვოლანდის როლი მიიღო. მიუზიკლის ის წარმოდგენები, სადაც ჯიმ ქერი ითამაშებს, სანქტ-პეტერბურგის თეატრში “ЛДМ. Новая сцена” 14,15,16,17 თებერვალს გაიმართება.
საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თებერვალში, როდესაც მიუზიკლი დაიდგმება, მაყურებლებს ნამდვილი სენსაცია ელის. ასევე, მათი თქმით, ჯიმ ქერი ბულგაკოვის და რუსული კლასიკის დიდი მოყვარულია, ამიტომ ის ამ როლზე სიხარულით დათანხმდა.
საინტერესოა, რომ ვოლანდის ჩრდილის როლს აფროამერიკელი შეასრულებს, თუმცა ორგანიზატორები მის ვინაობას ჯერ საიდუმლოდ ინახავენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები