ჯიმ ქერის კომედიური, თუ დრამატული როლების საკმაოდ წარმატებით შესრულების მიუხედავად, მას კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, “ოსკარის” არცერთი ნომინაცია აქვს. შესაძლოა, სწორედ ეს იყო მიზეზი, როცა გამოცემა Vanity Fair-თან ინტერვიუში “ოსკარების” სეზონს დიდი სანაგვე უწოდა. “დაჯილდოებების სეზონზე, ძირითადად, ბიზნესინტერესები აქვთ. ეს ყველაფერი გიგანტური სანაგვეა… ერთი ვახშამიც რომ გააცდინო, შანსებს სრულიად კარგავ. არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული ამ საშინელ თამაშში მონაწილეობით”, – ამბობს მსახიობი.