“ჯვრის დამ­დგმე­ლი და დამ­ცვე­ლი სხვას არ კლავს” – მწერალი გურამ მეგრელიშვილი ოპერატორის გარდაცავლებას ეხმაურება

მწე­რა­ლი გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი “ტვ პირ­ვე­ლის” ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

“იქ­ნებ ამ უბე­დუ­რე­ბამ მა­ინც აუ­ხი­ლოს თვა­ლი ადა­მი­ა­ნებს, რად­გან “სო­როს­თან” მებ­რძო­ლი ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი რომ ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ფართს აქი­რა­ვებ­და რამ­დე­ნი­მე ათას დო­ლა­რად, ამას “ყლა­პა­ვენ”. რად­გან “ძირს გეი პრო­პა­გან­და” ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის PR სტრა­ტე­გი თა­ვად ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლის­ტია. რად­გან იმა­საც ვერ ხვდე­ბი­ან მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მღვდლე­ბი და მო­ძა­ლა­დე­ე­ბის გვერ­დით მშვი­დად მდგა­რი (ასე­თე­ბიც იყ­ვნენ იქ) ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ისი­ნი ოს­ტა­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნეს. რად­გან ეს ჯაღ­მა­ი­ძის ცნო­ბი­ლი “კა­ნი­ო­კია” – ერთ რა­მე­ზე მი­ი­ტყუო აღ­შფო­თე­ბუ­ლი კაცი და მე­ო­რე და­ახ­ვედ­რო (არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია, სტი­ქა­როს­ნე­ბი და­ი­ბა­რა მე­უ­ფეს სა­ლა­პა­რა­კო აქ­ვსო და თა­ვად დახ­ვდა). რად­გან ეს აქ­ცია და LGBTQ ამ­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა არა­ფერ შუ­ა­შია ქრის­ტი­ა­ნო­ბის დაც­ვას­თან – ეს იყო საჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქ­ცია, რომ ახალ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა შე­უძ­ლია (ინაშ­ვი­ლი და სხვა ძა­ლებ­ზე რუ­სე­თი ფსონს აღარ დებს და სა­ჭი­როა ახა­ლი, მძლავ­რი მოძ­რა­ო­ბა) და “მასა” და­ა­ყე­ნეს რუს­თა­ველ­ზე. ვა­სა­ძის გვერ­დით ბევ­რი არ დად­გე­ბო­და, მაგ­რამ “ქრის­ტეს სა­ხე­ლით” მი­ტყუ­ე­ბა ად­ვი­ლია. რად­გან წმინ­და ნი­ნოს ჯვრის დად­გმა ფარ­სია და ძა­ლი­ან ჰგავს სხვა­გან, ასე­ვე ჯვრის დად­გმით და­წყე­ბულ პრო­ტესტს. ჯვრის დამ­დგმე­ლი და დამ­ცვე­ლი სხვას არ კლავს, მას კი ხში­რად კლა­ვენ ხოლ­მე. რად­გან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ და­წყე­ბუ­ლი ზი­ზღის პრო­პა­გან­და უკვე იკი­თხე­ბო­და მა­ნამ­დე, ნა­მახ­ვა­ნის პრო­ტეს­ტის დღეს, როცა არც ერთი მო­ნა­წი­ლე არ და­ე­ლა­პა­რა­კა მე­დი­ას. რად­გან ავი­წყდე­ბა ამ ხალ­ხს, რომ “სჯობს ერთი იგი მოკ­ვდეს, ვიდ­რე ერი წარ­წყმდეს” უკვე წე­რია სა­ხა­რე­ბა­ში და შე­დე­გი ვი­ცით. რად­გან ადა­მი­ა­ნის, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე მი­უ­ღებ­ლის მოკ­ვლით პრობ­ლე­მა არ გა­და­იჭ­რე­ბა. რად­გან თუ ვინ­მე ეწე­ვა გეი პრო­პა­გან­დას, ისევ ეს ხალ­ხია. ელე­მენ­ტა­რუ­ლია ვოტ­სონ – თემა თუ არ აწიე სა­ლა­პა­რა­კოდ, ის მკვდა­რია. მარ­ტო ერთი მხა­რე კი ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და. რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ რე­ლი­გი­ურ ადა­მი­ა­ნებს მოზ­რდი­ლი ამიგ­და­ლა აქვთ (თა­ნაგ­რძნო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი) და თუ თქვენ ეს ფაქ­ტი ფეხ­ზე გკი­დი­ათ, შე­გი­ძი­ათ და­ფიქ­რდეთ, იქ­ნებ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი გა­მო­ვი­დეს თქვენ­გან.

ღმერ­თმა აცხო­ნოს ეს ბიჭი, რა და­ა­შა­ვა, სამ­სა­ხურ­ში იყო და ვი­ღაც ცხოვ­რე­ბა­ზე გა­ბო­რო­ტე­ბულს ეს არ მო­ე­წო­ნა”.

კომენტარები

სხვა სიახლეები