ლანჩხუთში დაღუპული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთმა – არჩილ კვაჭაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით ემოციური და ამაღელვებელი სტატუსი მეუღლეს მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
”ხვალ ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით, მე მაინც ვღელავ. ამაღამ უძილო ღამე მიწერია. ჩემი სიცოცხლე მარტო ამ დღისთვის ღირდა, შენ მიწილადე წყალი მწყრვალს, შენ მომაწოდე ლუკმა მშიერს, შენ გიწამე ღმერთად, შენ მასულდგმულებ მე. ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი, ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ. ხოდა, სიკვდილიც მე მეწევა შენამდე. მე ასე მინდა. ხვალ კიდევ, გულო, უპირველესად დედიკოს უნდა ვახარო ჩვენი სიხარული, დედაა ჩემი და თუ არა დედას სხვას, ვის გავუზიარო ჩემი ბედნირება?”, – წერს არჩილ კვაჭაძე.