“ჯერჯერობით მისი მდგომარეობა უცვლელია“ – ანიტა ფაცაცია რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ორი წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთში მკურნალობას განაგრძობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელია და ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება:

“ჯერჯერობით მისი მდგომარეობა უცვლელია.

დღეს დიდი თხოვნის შემდეგ მარიკო რეანიმაციულ განყოფილებაში ჩვეულებრივზე მეტ ხანს გააჩერეს, რაც ძალიან გვახარებს.

გრძელდება ანტიბიოტიკოთერაპია, ექიმების ვარაუდით სისხლში ინფექციის დაძლევას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

ამ ეტაპზე ისევ არის დიალიზის საჭიროება.

ბილირუბინის მაჩვენებელმა ცოტათი დაიწია და თითქმის ნორმის ზღვარს გაუტოლდა.

ჩვენი ელჩი ისევ რჩება ანიტას ოჯახის გვერდით და ძალიან დიდ მხარდაჭერას უწევს მათ.

ანიტას წინ ხანგრძლივი მკურნალობა და რთული გზა ელის და ამ გზაზე თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს!”

კომენტარები

სხვა სიახლეები