სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ 49 წლის ჯენიფერ ლოპესმა ნიშნობის ბეჭედი მიიღო – მას ხელი სთხოვა ბოიფრენდმა, ბეისბოლისტმა ალექს როდრიგესმა. წყვილი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდება. თუმცა, ეს ამბავი ყველასთვის სასიხარულო არ აღმოჩნდა. როდრიგესის კოლეგა, ხოსე კანსეკომ რამდენიმე „ტვიტი“ გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ჯეილოს რჩეული მას ღალატობდა. თანაც ვინმესთან კი არა, კანსეკოს ყოფილ ცოლთან.
„ვუყურებ „World of Dance“-ს და ამ დროს ვხედავ, რომ ჯეილო ალექს როდრიგესს წერს და არც კი იცის, რომ ჩემს ყოფილ ცოლთან ღალატობს. საწყალი გოგო, ვერც კი ხვდება რას წარმოადგენს ის სინამდვილეში“, – დაწერა კანსეკომ ტვიტერში.
ექსბეისბოლისტმა განაცხადა, რომ ასევე ესწრებოდა სატელეფონო საუბარს, რომელიც მის ყოფილ ცოლსა და როდრიგესს შორის გაიმართა. ამ სიტყვების დასადასტურებლად, ის სიცრუის დეტექტორის გავლაზეც კი თანახმაა. მას იმდენად შეეცოდა ჯეილო, რომ საკმაოდ უხეშად მოიხსენია როდრიგესი.
„ჩემი ყოფილი ცოლის გვერდით ვიყავი რამდენიმე თვის წინ, როცა როდრიგესმა მას დაურეკა. ალექს როდრიგეს, ნუ იქნები ასეთი მძღ…ი, ნუ ღალატობ ჯენიფერ ლოპესს. მზად ვარ, სიცრუის დეტექტორი გავიარო, რომ დავამტკიცო – არ ვიტყუები“, – აცხადებს ხოსე კანსეკო.
სხვა სიახლეები