ჯენიფერ ლოპესთან პაემანზე სიარული ბევრ მამაკაცს სურს, თუმცა ამ საკითხში ჯერ მხოლოდ კასპერ სმარტს უმართლებს. ამის მიუხედავად, ჯენიფერის ერთ-ერთი ფანი არ კარგავს იმედს და რეალურ ქმედებებზე გადადის.
23 წლის ლენ სენსონმა გადაიღო სახალისო ვიდეო, რომლის საშუალებით ჯეი ლოს პაემანზე ეპატიჟება. სენსონმა ვიდეო ინტერნეტში განათავსა და ყველას, ვინც არ არის გულგრილი, რგოლის გავრცელებისკენ მიუწოდა თეგებით: @JenniferLopez და #DateWithLan. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჯენიფერმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააზიარა სტატია მამაკაცების ტანსაცმლის ახალბედა ბრენდის – The Normal Brand-ის შესახებ წარწერით: „მომწონს ესენი“. 23 წლის ლენ სენსონი კი ამ ბრენდის გაყიდვების მენეჯერია.
რგოლში ნახავთ, როგორ იცვლის ლენი იმიჯს, რომ ჯეი ლოს შეყვარებულს, კასპერ სმარტს დაემსგავსოს, თუმცა… რა მოხდება მერე, ამას ვიდეოში იხილავთ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
Next Post
სხვა სიახლეები