ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა საკუთარი 46 წლის იუბილე კლუბ 1OAK Southampton-ში აღნიშნა. ლოპესმა წვეულებაზე არა მარტო თავისი „ბოიფრენდი“ – 28 წლის ჯასპერ კასპერი, არამედ ძალიან გახსნილი და თამამი კაბა აჩვენა.
კაბამ ჟურნალისტებისა და ექსპერტების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მოდის კრიტიკოსები აღიარებენ ლოპესის სხეულის ულამაზეს ფორმებს, მაგრამ არა მის გემოვნებას შერჩეული კაბის გამო. „საინტერესოა, ვინ ეხმარებოდა პოპ -დივას ამ ტანისამოსის შერჩევისას? ალბათ მისი სტილისტი შვებულებაში იმყოფება“, – აცხადებენ მოდის ექსპერტები.
სხვა სიახლეები