ამერიკის შეერთებული შტატების 46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გუშინ შედგა.
ცერემონიის განმავლობაში აშშ–ის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა, ჯენიფერ ლოპესმა კი ცნობილი ჰიტი – “ამერიკა” იმღერა. ლოპესი მიწვეულ სტუმრებს შორის საქმროსთან ერთად იმყოფებოდა.
კაპიტოლიუმის შენობიდან სიმრერის შესრულებამდე, ვარსკვლავმა საქმროსა და თავისი გუნდის წევრებთან ერთად კაპიტოლიუმის შენობის წინ ფოტოებიც გადაიღო.