ჯენიფერ ენისტონმა მეუღლეს ულტიმატუმი წაუყენა

ჯენიფერ ენისტონსა და მის მეუღლეს, ჯასტინ ტერუს შორის კონფლიქტია. უცხოური მედიის ინფორმაციით, მსახიობი ქმრის ყოფილ მეგობარ გოგონაზე ეჭვიანობს. ჯენიფერი მეუღლეს ულტიმატუმს უყენებს და ითხოვს, რომ მან გაწყვიტოს ურთიერთობა ძველ მეგობართან. ამბობენ, რომ ჯასტინ ტერუ ყოფილ შეყვარებულს, ჰაიდი ბივენსს ბოლო დროს ხშირად ეკონტაქტება. წყვილი ერთად 14 წლის განმავლობაში იყო.

როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ენისტონმა შეამჩნია, რომ მეუღლე ხშირად ურეკავდა ვიღაცას და ტელეფონზე დიდხანს საუბრობდა. როცა მან ქმარს ჰკითხა, ვის ელაპარაკებოდა, მეუღლემ უპასუხა, რომ „მეგობარს, რომელსაც არ იცნობს“. ჯენიფერმა მეუღლის ტელეფონიდან ჩუმად დარეკა ბოლოს აკრეფილ ნომერზე და მისი ყოფილი შეყვარებულის ხმა გაიგო. მსახიობმა ქმარს სკანდალი მოუწყო და ჰაიდისთან ურთიერთობის გაწყვეტა მოსთხოვა. მეუღლემ უთხრა, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არიან და ურთიერთობის გაწყვეტაზე უარი განაცხადა, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

სხვა სიახლეები