ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაშორებას ელოდა

მაშინ, როცა მთელი შოუბიზნესი და მსოფლიო ბრედისა და ანჯელინას დაშორებითაა შოკირებული, როგორც აღმოჩნდა, ჯენიფერ ენისტონი მათ დაშორებას ელოდა. ბრედ პიტის ყოფილ ცოლთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ჯენიფერის მეგობრები ყოველთვის ახასიათებდნენ ანჯელინას, როგორც „შეშლილ პროფესიონალ მანიპულატორს“ და მისი ოჯახის დანგრევასაც წინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ეგონათ, ეს ენჯის მიზეზით მოხდებოდა.
ჯენიფერ ენისტონი 2015 წელს ჯასტინ ტერუზე დაქორწინდა და ბრედ პიტთან დაშორებით გამოწვეული ტკივილის შემდეგაც ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას. წყარო იმასაც ამბობს, რომ მას სულაც არ უხარია ყოფილი ქმრის განქორწინება და ბრედს მხოლოდ საუკეთესოს უსურვებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები