ბენ აფლეკის ღალატის მიუხედავად, მისი ყოფილი მეუღლე, მსახიობი ჯენიფერ გარნერი ერთად გატარებულ წლებს ცხოვრებაში საუკეთესოდ მიიჩნევს.
“მე ცოლად საყვარელ ადამიანს მივყებოდი და არა ჰოლივუდის ვარსკვლავს ფულის სქელი ტომრით. ეს ნამდვილი ქორწინება, ნამდვილი სიყვარული იყო. ამიტომ ძალიან ვცდილობდი ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ არ გამოვიდა. ამის მიუხედავად, დრო უკან რომ დავაბრუნოთ, ისევ იგივეს გავაკეთებდი – ბენს ცოლად გავყვებოდი.
სხვაგვარად ხომ სამი მშვენიერი შვილი არ მეყოლებოდა და ვერ განვიცდიდი იმ საოცარ წუთებს, რომლებიც იყო ჩვენს ქორწინებაში. ბენი იყო და რჩება ჩემთვის ყველაზე საოცარ და შესანიშნავ მამაკაცად მსოფლიოში, ყველაზე ქარიზმატულ და გულუხვ ადამიანად. კი, ამასთან, ის ძალიან რთულია. ხანდახან, ზედმეტადაც. როდესაც მისი მზე თქვენი მიმართულებით ანათებს, მის სხივებში ბანაობთ. როდესაც თქვენ მისი ჩრდილი გაფარიათ, ძალიან ცივა”, – ამბობს გარნერი.
შეგახსენებთ, რომ დასავლური პრესის ინფორმაციით, მსახიობმა ბენ აფლეკმა მეუღლეს შვილების ძიძასთან უღალატა.
Prev Post
სხვა სიახლეები