ჯეი ზი, ერთდროულად, რიანას და რიტა ორას ხვდებოდა

სკანდალური ამბავი ჯეი ზის ღალატზე, რეპერის და მისი მეუღლის, ბიონსეს დაშორება – დასავლურ მედიაში ერთ-ერთი მთავარი თემაა. თავად ბიონსემ ამ ამბის შესახებ მსოფლიოს საკუთარი სიმღერების მეშვეობით ამცნო.

როგორც ირკვევა, ხალისიანი და სუპერწარმატებული მომღერალი წლების მანძილზე ქმრის ღალატის გამო იტანჯებოდა. ის ქორწინების შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა ბიონსეს ამისთვის ძალა აღარ დარჩა, – წერს უცხოური მედია.

თაყვანისმცემლები უკვე იყენებენ ციტატებით მისი სიმღერების ტექსტს, რომლებშიც მომღერალი დაწვრილებით და გულახდილად ყვება, როგორ იტანჯებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯეი ზი რამდენიმე ქალთან ერთდროულად იყო. მას სასიყვარულო ურთიერთობა დიზაინერ და ჯეი ზის პარტნიორის ყოფილ ცოლთან, რეიჩელ როითთან, მომღერლებთან – რიტა ორასთან და რიანასთან ჰქონდა.

„რიტა ორა პროვოკაციურად იქცევა“, – წერს უცხოური მედია. თავდაპირველად, მან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც საცურაო კოსტიუმის ზედა ნაწილზე ლიმონი იყო ამოქარგული, – მინიშნება ბიონსეს ახალი ალბომის დასახელებაზე (Lemonade), გულზე კი ყელსაბამი ასო „J“-თი (ჯეი ზი) ეკეთა. ამის შემდეგ რიტა ორა საზოგადოებაში გამოჩნდა ტანისამოსში, რომელიც ბიონსეს სტილს სრულად იმეორებს. რაც შეეხება რიანას, ჯეი ზისთან მისი ურთიერთობის აფიშირებას მომღერალი არ ახდენს.

შეგახსენებთ, რომ ჯეი ზი მომღერლების – რიანას და რიტა ორას პროდიუსერია.

13115880_1175456589161244_1452770551_n

კომენტარები

სხვა სიახლეები