ჯეისონ მომოამ და ლიზა ბონეტმა 16-წლიანი ურთიერთობა დაასრულა

ჯეისონ მომოამ  და ლიზა ბონეტმა განქორწინება გადაწყვიტა წყვილმა   16-წლიანი ურთიერთობა დაასრულა. მსახიობებმა ამის შესახებ Instagram-ზე ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

„ყველა ვგრძნობთ იმ წნეხსა და ცვლილებებს, რაც ამ გარდამტეხ დროებას ახლავს. ყველაფერი კარგად იქნება და გამონაკლისი არც ჩვენი ოჯახია, რადგან მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა. ასე რომ, ჩვენი ოჯახის შესახებ ახალ ამბავს გიზიარებთ და გატყობინებთ, რომ ქორწინებას ვასრულებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
42 წლის მომოას და 54 წლის ბენეტს 2 შვილი ჰყავთ. მათ ერთმანეთი 2005 წელს გაიცნეს, 2017 წელს კი დაქორწინდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები