ჯეირნებმა უცხოელი ვიზიტორებისთვის იპოზიორეს- საქართველოდან გადაშენებული ცხოველი ვაშლოვანში (ფოტოკოლაჟი)

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ბინადარმა ჯეირნებმა გერმანელი ვიზიტორების კამერის წინ, თავის პატარა ლიკლიკებთან ერთად, ნამდვილი პოზირება გამართეს.

დიახ, ლიკლიკა – სწორედ ასე ქვია ახალშობილ ჯეირანს და თანაც, ჩვენი გერმანელი სტუმარი ვაშლოვანს ორი წლის წინ რომ წვეოდა, როგორც არ უნდა ეცადა, როგორც არ უნდა ეწვალა, ვერც ჯეირანს გადააწყდებოდა სადმე და ვერც მის ლიკლიკას. საქმე იმაში გახლავთ, რომ გასულ საუკუნეში საქართველოში ჯეირანი გადაშენდა. უკანასკნელ ხანს ელდარის ველზე მომრავლებული და ლაღად მონავარდე ჯეირნები კი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ, აზერბაიჯანის მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელებული ჯეირნების პოპულაციის აღდგენისა და მათი რეინტროდუქციის პროექტის შედეგია.

1

2

11206038_925361440863794_3425405822919103776_n

კომენტარები

სხვა სიახლეები