ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი სუპერ-მოდელია, მისი ახალი შეყვარებული კი – ჰოლივუდის ფავორიტი.
ზაფხულის ვიქენდი ირინა შეიკმა და ბრედლი კუპერმა ნიუ-ჯერსის სანაპიროზე გაატარეს. წყვილის ექსკლუზიური ფოტოები გამოცემა “DAILY MAIL”-მა გაავრცელა. პლაჟზე სუპერ-მოდელი 165 ევროს ღირებულების მდოგვისფერი ბიკინით გამოჩნდა. წყალში მოცურავე ლამაზმანმა თვითმხილველებს ჯეიმს ბონდის გოგონას შთაბეჭდილება დაუტოვა, – წერს ბულვარული გამოცემა. 29 წლის მოდელი და 40 წლის მსახიობი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან, მას შემდეგ, რაც ირინა შეიკი და ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო ერთმანეთს დაშორდნენ. ზაფხულის დასაწყისში ისინი იტალიის სანაპიროზეც დააფიქსირეს და მაშინ წყვილის ფოტოებმა მსოფლიო გამოცემები ააჭრელა.
როგორც ცნობილია, მსახიობი ნიუ-ჯერსიში დასასვენებლად დედასთან ერთად ჩავიდა. ტაბლოიდური გამოცემები ამბობენ, რომ ირინა შეიკმა კუპერის დედა სწორედ იქ გაიცნო და უკვე დამეგობრდნენ კიდეც.
„ბრედლიმ და ირინამ ერთად დიდებული დასვენება მოიწყვეს. ირა ძალიან ბედნიერია, რომ მათი ურთიერთობა ასე კარგად ვითარდება. მის დედაზეც გიჟდება, ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“,- ამბობს წყვილის ანონიმური მეგობარი.
სხვა სიახლეები