ჯეიმს ბლანტი თბილისში კონცერტს გამართავს

საქართველოში ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ჯეიმს ბლანტი 2018 წლის 26 მაისს თბილისში კონცერტს გამართავს. კონცერტი მიხეილ მესხის სტადიონზე, 17:00 საათზე დაიწყება. მუსიკოსი საქართველს “დამოუკიდებლობის დღის” ფარგლებში ესტუმრება.
კონცერტის ორგანიზატორი Black Pearl Live-ია.
კომპანია Black Pearl Live საქართველოში ოპერირებას იწყებს, რომლის მიმართულებაც საერთაშორისო შემსრულებლების ჩამოყვანაა.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 2018 წლის 26 მაისისთვის ჩამოგვყავს ჯეიმს ბლანტი. ეს ვიზიტი და კონცერტი იქნება მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში“, – განაცხადა Black Pearl Live -ს მმართველმა პარტნიორმა კიმ დე ბირმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები