ჯგუფ “ეგარის” განცხადება – “კონცერტებიდან შემოსული თანხიდან, დათუნიკას წილი მისი ვაჟის ანგარიშზე ჩაირიცხება!”
ცნობილი რაჭველის, დათუნიკა სხირტლაძის გარდაცვალების ამბავმა ქართული ფოლკლორის გულშემატკივრები შეძრა. “ტაში, ბიჭო, გიორგუნას” და ცეკვა “რაჭულის” ავტორი ამბროლაურში, კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყველაზე ცნობილი რაჭველის შვილის აღზრდაში საკუთარ წვლილს შეიტანს ჯგუფი “ეგარი”. გადაწყვეტილება ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
“დათუნიკა სხირტლაძის მოულოდნელი გარდაცვალება სრულიად საქართველოს ტკივილად იქცა, თუმცა მიუხედავად ამ ტრაგიკული ამბისა, ქვეყანას მისი გვარის გამგრძელებელი დავით – თევდორე სხირტლაძე მოევლინა და ყველას სიხარული მოგვგვარა. ჯგუფი “ეგარის” ყველა წევრის გადაწყვეტილებით, ამიერიდან კონცერტებიდან შემოსული თანხიდან, დათუნიკას კუთვნილი წილი სწორედ დავით – თევროდე სხირტლაძის ანგარიშზე ჩაირიცხება! დღეს დროა ქართული კულტურის განვითარებაში დათუნიკა სხირტლაძის მიერ შეტანილი ლომის წილისათვის ვალი დავით-თევდორე სხირტლაძეს გადავუხადოთ და გვერდში დავუდგეთ, რათა მამის დანაკლისი თუნდაც ფინანსურად არ იგრძნოს. ასევე, ჯგუფი “ეგარი” მოუწოდებს ქვეყნის მოამაგეებს, ავიღოთ ჩვენს თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა დაბადებისთანავე უმამოდ დარჩენილი პატარა ანგელოზის წინაშე და ვისაც რითი შეგვეძლება, გვერდში დავუდგეთ ოჯახს!..
“თი ბი სი ბანკის” კოდი: TBCBGE22 ლარის ანგარიში: GE19TB7000517365100050 (GEL) დოლარის ანგარიში: GE13TB7000517366100034 (USD) მიმღები: მზია ჯინჭარაძე დანიშნულება: დავით – თევდორე სხირტლაძის დასახმარებლად”, – ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.