ჯასტინ ბიბერის ახლახან გამოქვეყნებულმა ფოტომ ინსტაგრამის ისტორიაში ყველაზე მეტი მოწონება დააგროვა. საუბარია რომანტიკული კადრის შესახებ, რომელზეც ბიბერი ყოფილ შეყვარებულს, სელენა გომესს კოცნის.
როდესაც მომღერალმა ეს სამი წლის წინანდელი ფოტო გამოაქვეყნა, პრესაში ვარსკვლავური წყვილის შერიგებაზე ჭორები გავრცელდა. ფოტომ 3,5 მილიონი მოწონება და მილიონამდე კომენტარი მოაგროვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ინსტაგრამის რეკორდსმენი პოპულარობით კენდალ ჯენერის ფოტო გახდა, იგი იატაკზე თეთრ კაბაში გამოწყობილი წევს, თმა კი გულების ფორმებით აქვს დაწყობილი. 35 დღის განმავლობაში ფოტომ 2,7 მილიონი მოწონება მოაგროვა. ერთი წლის შემდეგ კი 3,4 მილიონი მოწონებით ინსტაგრამის რეკორდსმენი კიმ კარდაშიანის და კანიე უესტის საქორწინო კადრი გახდა.
სხვა სიახლეები