საქართველოში ჩამოსულ მეექვსმილიონე ტურისტს, ჯასპერ ბლექს, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციითაა დაკავებული და ჩვენი ქვეყნის შესახებ საკუთარ ბლოგებს წერს, გუდაურში განვითარებული მოვლენებიც არ გამორჩენია მხედველობიდან. მან სოციალურ ქსელში სურათი განათავსა, სადაც აღნიშნულია, რომ იგი გუდაურში იმყოფება. ტურისტმა სურათს წარწერაც დაურთო: თოვლის “რემბო”.