ჟანეტ ქერდიყოშვილი: კაცის „გაგულავება“ და ღალატი არის სულ სხვა რაღაც, ქალის კი – ამორალური საქციელი

ქართველმა მოდელმა ჟანეტ ქერდიყოშვილმა გადაცემა “სელფთან” ინტერვიუში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე, ოჯახურ ცხოვრებაზე, ღალატსა და მომავალი მეუღლის ეთნიკურ წარმომავლობაზე ისაუბრა.

“თუ მეყოლება მეორე ნახევარი, ის აუცილებლად უნდა გახდეს ჩემი მეუღლე. მამაკაცს უფრო უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, ვიდრე ცოლს ქმარი. ცოლის შემთხვევაში მე მაინც ვთვლი, რომ მას ისედაც ეყვარება თავისი შვილების მამა”, – აცხადებს ჯანეტი.

ჟანეტი არ იბრძვის მამაკაცთან თანასწორი უფლებებისთვის.

“არიან ისეთი ქალები, რომლებისთვისაც აუცილებელია, თანასწორი უფლებები ჰქონდეთ: – მეც უნდა მქონდეს ჩემი აზრი, უნდა შემეძლოს ამის თქმა და შენ მე უნდა მომისმინო ან დამიჯერო… მე მართლა არა მაქვს ამაზე პრეტენზია. ზოგი ამბობს, რომ ქალმა აუცილებლად უნდა იმუშაოს. არც ამაზე მაქვს პრეტენზია, რა თქმა უნდა, ქალს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რომ ქალიც უნდა მუშაობდეს ზუსტად იმდენს, რამდენსაც მუშაობს მამაკაცი”, – აცხადებს მოდელი.

არც ღალატია მისთვის ტრაგედია. პირიქით, მას მიჩნია, რომ მამაკაცს ღალატის უფლება აქვს, ქალს კი – არა.

“ახლა რომ ვიყვირო და ვთქვა, რომ ღალატს კაცს არასდროს ვაპატიებ და როგორც კი გავიგებ, წავალ სახლში ჩემი სამი შვილით-მეთქი, არა, ამას არ ვიზამ! ეს თუ გააკეთე, ე.ი. შენ ხარ ეგოისტი”,- აცხადებს ჟანეტი.

რაც შეეხება მისი მომავალი მეუღლის ეთნიკურ წარმომავლობას, მოდელი ირწმუნება, რომ გარდა ქართველისა, არასდროს არავისი მეუღლე არ იქნება.

“არ დამიშვია არასდროს, რომ არაქართველს გავყვები. ჩემი დიდი სურვილია, მე ცოლად გავყვე ნამდვილ ქართველ მამაკაცს, ქართული გვარით”, – ამბობს მოდელი.

წყარო:marao “selfi”

კომენტარები

სხვა სიახლეები