ჯანდაცვის სამინისტრო ევა ბარბაქაძეს მკურნალობისთვის 10 000 დოლარს ჩაურიცხავს

 

ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური პროგრამით, ევა ბარბაქაძის მკურნალობისთვის 10 000 დოლარს ჩაურიცხავს. ამის შესახებ „კვირა +“-ს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

„ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტრო რეფერალური პროგრამით, შორენა ბეგაშვილის ანგარიშზე 10 000 დოლარს ჩარიცხავს. ჩვენთვის ეს მაქსიმალური ზღვარია, რაც შეგვიძლია ევას მკურნალობას მოვახმაროთ. გადაწყვეტილება დღეს მივიღეთ, რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი და ფული აუცილებლად ჩაირიცხება“, – განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.

კომენტარები

სხვა სიახლეები