ჯაბმაზმა აიძულა ბავშვები, ეყურებინათ თუ როგორ კლავდა მათ დედას

სასტიკი ჯამბაზი, ექიმის ფორმაში, ყოფილი მეგობარი ქალის მკვლელობაშია ბრალდებული. საზარელი დანაშაულის ტრანსლირებას, ის „ფეისბუქში“ ახდენდა და ქალის სამი შვილი აიძულა, ამისთვის ეყურებინათ. 31 წლის კევინ ლეიპერი და მისი მეგობარი მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ 47 წლის ქალის ცხედარი მისივე სახლის ავტოფარეხში იპოვა. საზარელი ისტორია ბელგიის ქალაქ აუდენბურგში მოხდა.
მოკლული ქალის 12, 15 და 17 წლის შვილები სხვენში ხელ-ფეხ შეკრულები იპოვეს. სწორედ ამ ადგილიდან მოუწიათ მათ იმის ყურება, როგორ კლავდა ლეიპერი მათ დედას. „მე მონსტრი ვარ და ეს ვიცი“-თქვა ჯამბაზმა პირდაპირი ტრანსლაციის დროს. მანამდე კი დარეკა სკოლაში და შეატყობინა მასწავლებლებს, რომ ბავშვები გაკვეთილებზე დააგვიანებენ.
როგორც ირკვევა, ცოტა ხნით ადრე ის თავის მეგობარ ქალს იმის გამო დაშორდა, რომ მის შვილებთან კარგი ურთიერთობის დამყარება ვერ შეძლო.
ტრანსლირების დროს მან ასევე თქვა-„მე საავადმყოფოს ჯამბაზი აღარ ვარ, ახლა კრიმინალი ჯამბაზი ვარ! ახლა ცნობილი გავხდები!“
მას შემდეგ, რაც ქალს გაუსწორდნენ, ლეიპერმა და მისმა მეგობარმა მამაკაცმა პოლიციაში დარეკეს და მომხდარის შესახებ უამბეს. ამის შემდეგ გაიქცნენ. ლეიპერი ახლომდებარე ქალაქ ბრიდენში წავიდა, სადაც 13-სართულიანი სახლის სახურავზე ავიდა და იქიდან ნაგვის გადაყრა დაიწყო. საბედნიეროდ, გამვლელები არ დაშავებულან. მას თან პისტოლეტი ჰქონდა, რომელსაც პერიოდულად ჰაერში ისროდა და თავის მოკვლით იმუქრებოდა. ლეიპერი სნაიპერებმა მიზანში ამოიღეს, თუმცა მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ის ჩაბარდა. მოგვიანებით მისი მეგობარიც დააკავეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები