მსახიობი ჯაბა კილაძე სოციალურ ქსელში მთავრობას და ოპოზიციას მიმართავს:
“ნუ, ჩემი პოსტი ვერ იქნება პოპულარული იმიტომ, რომ არ ვაგინებ, არ ვლანძღავ არავის და არ ვითხოვ რევოლუციას, გამგებმა გაიგოს. მიტინგი ძალადობაა, ჩარტყმაა, სროლაა. გადადგეს იმიტომ, რომ მე მინდა, მოკალით იმიტომ, რომ მე მინდა … არ დაიღალეთ, არ მოგბეზრდათ, არ გინდათ, ეს ერთი პატარა ქვეყანა ორივემ და, საერთოდ, ვინც ხართ ერთად, პოლიტსპექტრი, და არა მარტო პოლიტსპექტრი, მთელმა საზოგადოებამ ერთად გავაკეთოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ყველა ვიცხოვრებთ კარგად, დავიჯერო ასეთი ძნელია? რაც თავი მახსოვს, სულ მესმის: ზვიადი, ედუარდი, მიშა, ბიძინა. „დაჟე“ სარქო აღარ მინდა, ეს ბელადის სინდრომი…
ევროპაში, სადაც ასე გულით გვინდა, იქ ხო ეგრე არ ყვირიაან? მაგალითად, გერმანიაში ასე შვრებიან, ანგელა ანგელა?? იმ ევროპიდან თუ რამე უნდა აიღო, მაგალითი უნდა აიღო, როგორ უყვართ, როგორ ყვებიან თავის ქვეყანას ზედ, არა მარტო თავის შვილს, არა მარტო თავის სახლს და აივანს, ქვეყანას გაიგეეთ. ვერ გაიგებთ იმიტომ, რომ ერთნი ფიქრობთ, „ნაცები“ დასახოცებიაო, მეორე ფიქრობს, „ოცნება“ დასახოციაო… მე ვფიქრობ, რომ აი ამ მარაზმით და ქაოსით სარგებლობს რუსიც, ამერიკელიც და, რა ვიცი, ყველა, ვისაც არ ეზარება და ჩვენ ამას ვერ ვხვდებით! ასე იყო სულ მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე. სულ შიდა პრობლემა და ამის საფასურს იხდიდნენ მომავალი თაობები, მათ შორის თქვენც, ძვირფასო მთავრობავ და ოპოზიციავ.
ასე რომ, ერთხელ მაინც სცადეთ, ქვეყნისათვის, მომავლისთვის რამე სხვა ფორმით დაალაგოთ ქვეყანა. სისხლი სისხლს არ ბანს, პირიქით, მეტს ითხოვს, შეიგნეთ ეს ერთმაც და მეორემაც! აღიარეთ ერთმა მხარემ, რომ დიახ, მიუხედავად სახლების ღებვისა, ბევრი სიბინძურე აკეთეთ და ეს ყველამ იცის, თქვენ, პირველ რიგში, და მეორე მხარემ აღიარეთ, რომ მთავრობის დიდი ნაწილი უნიჭო ფულის მჭამელი და არაფრის მაქნისი მთავრობა ხართ, რომელსაც გზის დაგებაც კი არ ეხერხება! აღიარეთ ეს ყველაფერი და ერთხელ მაინც საქართველოს ისტორიის მანძილზე ქვეყანა ერთად აშენეთ ყველამ! და ეს არაა შეუძლებელი, უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ არა და ისე კარგად შეიძლება… ჯაბას ფიქრები”, – წერს ჯაბა.
სხვა სიახლეები