ჯაბა კანკავა დედის გადასარჩენად მოტაქსავე ძმებს დაეხმარა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ ძმებს, რომლებიც დედის დასახმარებლად ფულს ტაქსაობით აგროვებენ, თანხა გადაურიცხა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ძმა წერს და კანკავას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ცნობისთვის, ძმები ქართველიშვილები დედის გადასარჩენად, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება, თანხას აგროვებენ. ამ მიზნით თბილისის ქუჩებში ტაქსი გამოჩნდა, რომელსაც სტიკერი აქვს წარწერით – #მაიასთვის.

54 წლის ქალი, ამჟამად, თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ამ ეტაპზე, საჭიროა 150 000 დოლარი. ამ თანხის შეგროვებას მაიას შვილები ტაქსისა და ქველმოქმედების საშუალებით ცდილობენ.​​

საჭიროა 150 000 დოლარი. ამ თანხის შეგროვებას მაიას შვილები ტაქსისა და ქველმოქმედების საშუალებით ცდილობენ.​​

კომენტარები

სხვა სიახლეები