ჯაბა ბოჯგუას დედა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

“დედაჩემი ჩვენთვის ყველაფერი იყო, ფაქტობრივად, მეც და ჯაბასაც ის გვაცოცხლებდა. … ახლა ისე მიჭირს, როგორც არასდროს…ასეთ დროს თქვენი ყველა სიტყვა თუ დახმარება ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია…..
სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის, თანადგომისა და ყურადღებისთვის.
საოცარო ადამიანებო, მეგობრებო, მეზობლებო, ემიგრანტებო – მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით !!! გახარებული ჰყოლოდეთ მუდამ თქვენს შვილებს, მშობლებსა და თქვენს ოჯახებს!
უფალმა დაგლოცოთ!!!”, – წერს მანანა გვასალია სოცქსელში.
ცნობისთვის, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა წლების წინ ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო. იგი უკვე 10 წელი,ა ლოგინსაა მიჯაჭვული და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა. მას დედა და მოხუცი ბებია უვლიდნენ. სულ ახლახან, ბოჯგუას ბებია გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები