1. ტკივილი მკერდის არეში არ ნიშნავს ყოველთვის გულს. პირიქით, ძალიან ხშირად მიზეზი კუნთებშია, რომლითაც გადაძეძგილია მკერდის და ნეკნთაშუა არეალი.
თუ ტკივილი თითის დაჭერით ძლიერდება, ესეიგი ეს ნამდვილად არ არის გული.
2. ერთჯერადად და ზომიერად მომატებული წნევა (140 -150) არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს კარდიოლოგიურად ჯანმრთელ ადამიანში.
ამაზე დაპანიკება, ისტერიული რეაქცია კი ნამდვილად ავნებს ორგანიზმს.
3. შფოთვა ბუნებრივი ემოციაა, რომელიც გვანიშნებს, რომ რაღაც არ ვიცით საკმარისად, გაურკვევლობაში ვართ ან არ არის მოგვარებული რომელიღაც სიტუაცია სათანადოდ. ანუ შფოთვა გვეხმარება სწორი საქციელის პოვნაში.
სხვა არის შფოთვითი აშლილობა, რომელიც უკვე დაავადების ტოლფასია და მკურნალობას საჭიროებს.
ამ დროს ვშფოთავთ კონკრეტული, რეალურად არსებული მიზეზების გარეშე, თან ხშირად და ძლიერად.
კარგი ამბავი: ბოლომდე იკურნება ფსიქოთერაპიით.
4. მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ სრულიად ბუნებრივია სექსუალური ინტერესის და აქტივობის შემცირება პარტნიორის მიმართ.
ადამიანი ასეთია, ერთი და იგივე თითქმის ყველაფერი ბეზრდება.
გამოსავალი არის პარტნიორთან ღია კომუნიკაცია.
შემდეგ ერთმანეთისთვის სექსუალური ფანტაზიების გაზიარება და მათი შესრულება შესაძლებლობის ფარგლებში. მაგ. როლების თამაში, სპეციალური სამოსი, სათამაშოების sex toys გამოყენება.
ასევე ძალიან პროდუქტიულია couple therapy, ქართულად ალბათ წყვილების თერაპია.
5. ყველა აღელვებას, განერვიულებას, შეშინებას თუ შფოთვას არ სჭირდება სამედიცინო-ფარმაკოლოგიური ჩარევა კორსიზებით, კორვალოლებით, ქსანაქსებით თუ ფენიბუტებით.
უარყოფითი ემოციები ბუნებრივია, ანუ ადამიანის ბუნების ნაწილია და არანაირ საფრთხეს არ გვიქმნის!!
უნდა ვისწავლოთ მათი ატანა ყოველგვარი დრამის გარეშე. დამიჯერეთ, ადამიანი ამისთვის სათანადოდ არის აღჭურვილი.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!