ანიტა ფაცაცია უცნობ ადამიანებს არ დავიწყებიათ. როგორც ბავშვის დედა, მარიკო სადრაძე “ფეისბუქზე” წერს, შვილის საფლავზე მისულს, ყოველდღე ხვდება ანიტას სახელზე დატოვებული საჩუქრები:
“ანიტასთან ასულს თითქმის ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების მიერ დატოვებული საჩუქრები. ხშირად ვერც კი ვიგებ, ვინ ტოვებს… მაგალითად, ეს პატარა ანგელოზი დღეს დამხვდა წერილთან ერთად, წმინდა გიორგის ხატი ცოტა უფრო ადრე.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ სილამაზეებისა, რასაც თქვენ მიტოვებთ. დიდი მადლობა, რომ გიყვართ და გახსოვთ ანიტა! ეს მე ძალიან მეხმარება”, – წერს ახალგაზრდა დედა.
ანიტა თვეების განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, მას უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინეს და ესაჭიროებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია, გულის გადანერგვა.
2 წლის გოგონას სეფსისიც განუვითარდა და, საბოლოოდ, მისი ორგანიზმი ვეღარ მოერია დაავადებას… ანიტა 31 იანვარს გარდაიცვალა.